საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,
საქართველო გააგრძელებს საკუთარ დღის წესრიგს, რაც ორიენტირებულია კონკრეტულ რეფორმებსა და შედეგებზე.
მისივე თქმით, ყველა რეკომენდაცია შესრულდება და ევროკომისიის მხრიდან ადეკვატური შეფასებაც იქნება.
“ჩვენ ვაცნობთ ევროპარლამენტის წევრებს ჩვენს არგუმენტებს. არსებობს კონკრეტული პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც არის ევროპარლამენტში. ამ კონტექსტზე იქნება ზუსტად მიღებული გადაწყვეტილებები. საქართველო გააგრძელებს საკუთარ დღის წესრიგს, რაც ორიენტირებულია კონკრეტულ რეფორმებზე და ასევე ამ რეფორმებზე დაყრდნობით კონკრეტულ შედეგებზე. ძალიან მალე ყველა რეკომენდაცია შესრულდება და ადეკვატური შეფასება იქნება ევროკომისიის მხრიდან“,- აღნიშნა ჩიქოვანმა.