ელისო ბოლქვაძის მხარდაჭერით, ნორჩი ტალანტები პარიზსა და ციურიხში გალა-კონცერტებზე წარდგებიან

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ნორჩი მუსიკოსებისთვის ე. მიქელაძის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში მასტერკლასი ჩაატარა. გაიმართა მოსმენა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ნორჩი პიანისტები მონაწილეობდნენ. შერჩეული ახალგაზრდა ტალანტები, ელისო ბოლქვაძის მხარდაჭერით, 2023 წლის გაზაფხულზე პარიზში, სადღესასწაულო კონცერტზე წარდგებიან. გალა-საღამო საერთაშორისო ფონდის, SOS Talents Foundation-ის ორგანიზებით, მარსელ დასოს ისტორიულ სასახლეში გაიმართება.

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტსა და სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, გაიმართა ერევნიდან მოწვეული ნორჩი პიანისტების მოსმენაც. ისინი ზემოაღნიშნულ გალა კონცერტში ქართველ მუსიკოსებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები