რატი იონათამიშვილი: მართლმსაჯულების რეფორმის კანონპროექტზე ცხადია მოლოდინები გვაქვს პოზიტიური
,,ვფიქრობ, რომ მართლმსაჯულების რეფორმის პაკეტი სრულად პასუხობს გამოწვევებს და გვაქვს მოლოდინი, რომ ექსპერტიზის დასკვნაშიც იგივე სულისკვეთება აისახება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, კანონპროექტზე მუშაობა ნაყოფიერი იყო.
„მართლმსაჯულების რეფორმის კანონპროექტზე ცხადია მოლოდინები გვაქვს პოზიტიური, ვინაიდან სამუშაო ჯგუფებში მუშაობა იყო საკმაოდ ნაყოფიერი, კონკრეტულ შედეგებზე, პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული და ვფიქრობ, რომ ეს პაკეტი სრულად პასუხობს ამ გამოწვევებს და გვაქვს მოლოდინი, რომ ექსპერტიზის დასკვნაშიც იგივე სულისკვეთება აისახება“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტები პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ეუთოს გადაუგზავნა.