ალუდა ღუდუშაური: თუკი უკრაინულ მხარეს არ სურს ვენეციის კომისიის შეფასება, მაშინ ჩანს, რომ ძალიან კარგი კანონია და არანაირ შეფასებას არ საჭიროებს
თუკი უკრაინულ მხარეს არ სურს ვენეციის კომისიის შეფასება, მაშინ ჩანს, რომ ძალიან კარგი კანონია და არანაირ შეფასებას არ საჭიროებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც ვენეციის კომისიიდან „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინული კანონის გაწვევის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება უნდა ყოფილიყო გავრცელებული.
„არ ვიცი ვინ რა გაიწვია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ვენეციის კომისიის საიტზე დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონი ჯერ კიდევ დევს. დღეს გახდა ცნობილი ქალბატონი ელჩისგან, რომ თურმე უკრაინულ მხარეს აღარ სურს, რომ ამ კანონზე მიიღოს დასკვნა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ გავარკვიოთ ეს ნამდვილად ასეა თუ არა.
ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება უნდა ყოფილიყო ან რამე დოკუმენტი უნდა ყოფილიყო. თუკი უკრაინულ მხარეს არ სურს ვენეციის კომისიის შეფასება, მაშინ ჩანს, რომ კარგი კანონია და არანაირ შეფასებას არ საჭიროებს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.