რატი იონათამიშვილი: ფოტიგაც, კრამერიც, გონჩარენკოც სინამდვილეში არა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით, არამედ პირდაპირ საქართველოს ომში ჩართვით არიან დაკავებულები

“ფოტიგაც, კრამერიც, გონჩარენკოც და სხვებიც არიან ის ადამიანები, რომლებიც, ძალიან კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ სინამდვილეში არა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით, არამედ პირდაპირ საქართველოს ომში ჩართვით არიან დაკავებულები”, ‘ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ადამიანები საკუთარ პოზიციებს არაკეთილსინდისიერად იყენებენ.

“მაშინ, როდესაც საქართველოს ევროინტეგრაციაზე არის საუბარი და საქართველოში ერთი დესტრუქციული და რადიკალური პარტიის პოზიციის მხარდამჭერები არიან ხოლმე და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოდიან. შესაბამისად მათ ერთობას არანაირი ფასი ჩვენი საზოგადოებისთვის არ აქვს. ეს როგორც, ჩანს არის კიდევ ერთი ნაწილი ჰიბრიდული ომისა საქართველოს წინააღმდეგ”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები