დავით მათიკაშვილი: მძიმე რეალობაა „ნაცმოძრაობაში“ შექმნილი, პარტია მარტივ მამრავლებად იშლება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტია მარტივ მამრავლებად იშლება.

„მძიმე რეალობაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილი. პარტია მარტივ მამრავლებად იშლება. ამ რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებას რაც ქვეყნისთვის სურდა – ნჯღრევა, გაყოფა, დაპირისპირება, ბუმერანგივით საკუთარ თავზე მიიღო. გასაკვირი არ არის, რომ ლევან ხაბეიშვილი შესაძლებელია, გახდეს პარტიის თავმჯდომარე. „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი თავმჯდომარე ნამდვილად ეკუთვნის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები