ირაკლი კოვზანაძე ავსტრიელ კოლეგას, კარლჰაინც კოპფს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ავსტრიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეს და ავსტრიის სავაჭრო პალატის გენერალურ მდივანს, კარლჰაინც კოპფს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრას ავსტრიის ელჩი საქართველოში – თომას მიულმანი, ავსტრიის კონსული სავაჭრო საკითხებში, გერჰარდ ლაკნერი და საქართველოს ელჩი ავსტრიაში – ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ავსტრიას შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების საკითხებს, ასევე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საქართველოსა და ავსტრიას შორის ურთიერთობები უკვე წლებია დინამიკურად ვითარდება და თანამშრომლობა ყველა სფეროს მოიცავს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ავსტრიული ბიზნესწრეების მხრიდან კიდევ უფრო გაიზრდება აქტივობები და ინვესტიციები საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები