“ოქსფორდის კავშირის” პრეზიდენტი: მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ვმასპინძლობთ

“მოხარული ვარ, რომ მის აღმატებულებას, საქართველოს პრეზიდენტს ვმასპინძლობთ ,,ოქსფორდის კავშირში” და ზოგადად ოქსფორდში, რათა წელს ,,ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის” სერიის ფარგლებში ლექცია წაიკითხოს”,- ამის შესახებ ოქსფორდის კავშირის” პრეზიდენტი ჩარლი მაკინტოში აცხადებს.

“ბენაზირ ბჰუტო 1977 წელს ოქსფორდის კავშირის პრეზიდენტი იყო და ასევე, პაკისტანის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი სანამ, სამწუხაროდ, რამდენიმე ათეული წლის წინ მოკლავდნენ. 2019 წელს ჩვენ მის საპატივსაცემოდ მემორიალური ლექციის სერია დავაფუძნეთ და მას შემდეგ ლექციები წაკითხული აქვთ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ კამერონს და ტერეზა მეის. მისი აღმატებულება [პრეზიდენტი] იქნება პირველი საერთაშორისო სტუმარი ლექციების სერიაში და ასევე პირველი, კოვიდპანდემიის დაწყებიდან. ჩვენთვის დიდი პატივია მოქმედი პრეზიდენტის ვიზიტი. ჩვენ გსგავსი ვიზიტი რამდენიმე წელია არ გვქონია. და შესანიშნავია გვყავდეს საქართველოს წარმომადგენელი, გაერთიანებული სამეფოს და ოქსფორდის ძლიერი მეგობარი სტუმრობდეს ჩვენს კავშირსა და ქალაქს”,- აცხადებს მაკინტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები