მამუკა მდინარაძე: თვეებია, შაჰინს სიტყვა არ დაუძრავს საქართველოზე და ეს მოხდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ევროკომისარმა ძალიან პოზიტიური განცხადებები გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით

“თვეების განმავლობაში ქალბატონ შაჰინს სიტყვა არ დაუძრავს საქართველოზე, არც ცუდი და არც კარგი – ეს მოხდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ევროკავშირის გაფართოების კომისარმა საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური განცხადებები გააკეთა”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოში არსებულ ვითარებაზე სენატორ ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას.

მდინარაძის თქმით, მსგავსი განცხადება ნეგატიურ დღის წესრიგზე გადასვლის მცდელობაა.

“ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ დღის წესრიგზე გადაყვანის მცდელობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს. მერე უკვე ის ილაპარაკებდა დაფინანსებაზე თუ ა.შ. რომლის დიდი ნაწილი NGO სექტორს შეეხება, არ აქვს ამას მნიშვნელობა. პირველხარისხოვანი არის ის, რომ თვეების განმავლობაში არ მოგვისმენია არც პოზიტიური და არც ნეგატიური გზავნილი მათი მხრიდან”, – აცხადებს მდინარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები