სალომე ზურაბიშვილი ,,ოქსფორდის კავშირში”, ,,ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის” სერიის ფარგლებში, ლექციას წაიკითხავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ოქსფორდში, ,,ოქსფორდის კავშირში” ,,ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის” ყოველწლიური სერიის ფარგლებში, ლექციას წაიკითხავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ,,ოქსფორდის კავშირში” საქართველოს პრეზიდენტს დახვდება და უმასპინძლებს კავშირის პრეზიდენტი – აჰმედ ნავაზი.

ოქსფორდის კავშირის ,,ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექცია” დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ დააფუძნა და ციკლის ფარგლებში ლექციები წაკითხული აქვს თავად მას და დავიდ კამერონს. ამასთან, კავშირის ერთ-ერთი პრეზიდენტი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, ბორის ჯონსონიც იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები