“დაგვიკავშირდა საქართველოს ელჩი, მაქსიმალურს აკეთებენ, რომ დროულად გადმოვასვენოთ მარიამი საქართველოში” – თურქეთში გარდაცვლილი გოგონას ახლობელი

“მაქსიმალურს აკეთებენ, რომ დროულად გადმოვასვენოთ მარიამი საქართველოში”, – ამის შესახებ თურქეთში გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონას, მარიამ გოგიაშვილის ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს. 

მისივე განცხადებით, საკითხის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს პრემიერ მინისტრიც.

“მეგობრებო, დაგვიკავშირდა საქართველოს ელჩი თურქეთში, ბატონი გიორგი ჯანჯღავა. პრემიერმინისტრმა იცის უკვე ყველაფერი. მაქსიმალურს აკეთებენ, რომ დროულად გადმოვასვენოთ მარიამი საქართველოში.
გვითხრა, რომ აღარაა საჭირო თანხის მოგროვება და ჩვენ არ გვჭირდება აღარაფრის გადახდა.
ყველას ვეებერთელა მადლობა თანადგომისთვის.
უფალი თქვენკენ, უფალი ჩვენკენ.
მაქსიმალურად გადააზიარეთ, რომ დეზინფორმაციას ავარიდოთ თავი”, – წერს ოჯახის ახლობელი.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიამ გოგიაშვილი, რომელიც თურქეთის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა, გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლები აცხადებდნენ, რომ საავადმყოფოს ადმინისტრაცია ცხედარს, დავალიანების (44 000$) გამო, არ ატანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები