მაკა ბოჭორიშვილი: პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, ხელშესახები და უდავოა, საქართველომ დაამტკიცა, რომ ევროკავშირის საიმედო პარტნიორია

„კარგად ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ რეფორმების გზით შეიძლება ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია და ევროკავშირთან თავსებადობის მიღწევა. პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, ხელშესახები და უდავოა. საქართველომ დაამტკიცა, რომ ევროკავშირის საიმედო პარტნიორია. მას აქვს პოტენციალი ევროკავშირისთვის გახსნას ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს ევროპულ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას”, -ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა COSAC-ის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სხდომაზე, რომელიც პრაღაში გაიმართა, დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპულ პერსპექტივაზე იმსჯელეს.
სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება.

„ევროკავშირმა ივნისში მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის აღიარების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებამ შექმნა მყარი საფუძველი ჩვენი ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად, რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები