ირაკლი ზარქუა: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ოპერატიულად შეგვიძლია პრობლემების მოგვარება

„მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფა ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივაა და მათ უნდა უზრუნველყონ დევნილებისთვის, იქ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამ ღონისძიებების გატარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებმა ოპერატიულად უზრუნველყონ იქ არსებული გამოწვევების მოგვარება, მათ შორის, ეს არის ჩვენი მოსახლეობის საშეშე ნედლეულით მომარაგება”, – ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, დეპუტატს წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან დახმარების თხოვნით მიმართა, რაზეც ხელისუფლების მიერ დროული რეაგირება მოხდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ასე ოპერატიულად შეგვიძლია პრობლემების მოგვარება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ წელს ეს არის საგამონაკლისო წესი და შემდეგ წლებში ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა უნდა უზრუნველყონ ამ მოსახლეობის შეშით მომარაგება, ამასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები უნდა იყოს პროაქტიური”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი ზარქუამ პრემიერმინისტრს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გუბერნატორს პროდუქტიული და ოპერატიული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები