ოლივერ ვარჰეი: მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ქვეყანას, რომელსაც რუსეთის აგრესია ხვდება წინ – ჩვენ ვდგავართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გვერდით

დავეხმარებით საქართველოს სირთულეების დაძლევაში, რომელიც რუსეთის აგრესიის საფუძველზე არსებობს, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება.

„როდესაც საქართველოში ხარ, ვერ ასცდები საუბარს იმაზე, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული. ომი უკრაინაში ცხადყოფს, როგორც აქ, საქართველოში აჩვენებდა 2008 წლის ომი, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ქვეყანას, რომელსაც რუსეთის აგრესია ხვდება წინ. ამიტომ, კვლავ მინდა, ხაზი გავუსვა ჩემს გზავნილს, რომ ჩვენ ვდგავართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავეხმარებით საქართველოს სირთულეების დაძლევაში, რომელიც ამ აგრესიის საფუძველზე არსებობს“, – განაცხადა ევროკომისარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები