ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მაქსიმალურად, ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, მის სუვერენიტეტს, მათ დამოუკიდებლობას

ჩვენ მაქსიმალურად, ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, მათ დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ ანალოგიური ომი 2008 წელს გამოიარა და მას შემდეგ ეს გამოწვევა გრძელდება.

„დღეს მსოფლიოში არის ძალიან დიდი გამოწვევა, უკრაინაში არის გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, ევროპისთვის. ჩვენ მაქსიმალურად, ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, მის სუვერენიტეტს, მათ დამოუკიდებლობას. ჩვენი საერთო სურვილია, რომ ეს ომი დასრულდეს, რაც შეიძლება მალე. ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა ანალოგიური ომი 2008 წელს სხვა მასშტაბით, მას შემდეგ გრძელდება ეს გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები