„სპექტრში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო
კოლეჯ „სპექტრში“ დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
“სპექტრის” ინფორმაციით, 2022-2023 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კოლეჯში 450 სტუდენტი სამშენებლო მიმართულების 24 პროგრამას შეისწავლის.
“კოლეჯი „სპექტრი“ სასწავლო წელს სიახლეებით იწყებს. პირველად საქართველოში, ამიერკავკასიის მასშტაბით კოლეჯი „სპექტრი“ და კომპანია „ევრომასტერი“ იწყებენ გერმანული პროფესიული განათლების სისტემის განხორციელებას – ერთობლივი პროფესიული პროგრამით „წყალარინების სისტემების ექსპლუატაცია“. პროგრამა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით ხორციელდება. კომპანია „ბეკოს“ მხარდაჭერით სრულად განახლდა და აღიჭურვა ციფრული ელექტრონიკის ლაბორატორია. 2023 წლისთვის ასევე იგეგმება კერამიკის მოკლევადიანი პროგრამის დანერგვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.