კახა კახიშვილი სააკაშვილის ვიოაჟებზე პასუხისმგებლობას “ნაციონალებსაც” აკისრებს
ექსპერტი კახა კახიშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალის დამძიმებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ექსპრეზიდენტმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 837 461 ლარი არამიზნობრივად გაფლანგა. კახიშვილის აზრით, თუ ხარჯები ნამდვილად პრეზიდენტს ეკუთვნოდა, მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან უნდა დაეფინანსებინათ.
„თუ ეს ხარჯები ნამდვილად ეკუთვნოდა პრეზიდენტს, მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან დაეფინანსებინათ და არ გაეტარებინათ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, მითუმეტეს, გრიფ „საიდუმლოს“ რას ანიჭებდნენ, ვერ ვხვდები. ფაქტობრივად, გამოდის, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცოდა პრეზიდენტის ვოიაჟების შესახებ, რადგან თავადაც მონაწილეობდნენ ამ ვოიაჟებში, გრიფი „საიდუმლო“ უბრალოდ დაადეს იმიტომ, რომ საკუთარ ხალხს უმალავდნენ ამ ხარჯებს“, – განაცხადა კახიშვილმა.