პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დაიწყო.
შარმ-ელ-შეიხის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერმინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
მთავრობის მეთაურს აეროპორტში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის
საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი – რანია ალ-მაშატი
და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქმეთა დროებითი რწმუნებული – მიხეილ თიგიშვილი დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი
გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
შარმ-ელ-შეიხში პრემიერმინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები