თეა წულუკიანი: სახალხო დამცველის ასარჩევად მმართველმა გუნდმა პარლამენტში უპრეცედენტოდ ღია მოდელი შემოგვთავაზა

“სახალხო დამცველის ასარჩევად მმართველმა გუნდმა პარლამენტში უპრეცედენტოდ ღია მოდელი შემოგვთავაზა”,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

“მიუხედავად მწვავე დებატებისა რაც ამ შერჩევის პროცესმა გამოიწვია, ეს არის დემოკრატიული და ჯანსაღი პროცესი. მე ვერ მეყოლება ჩემი რჩეული კანდიდატი, ვინაიდან ჩვენ პირველივე დღიდან განვაცხადეთ, რომ ჩვენ ჩვენი კანდიდატი არ გვეყოლებოდა. ამიტომაც, ყველა ის კანდიდატი, რომელიც პარლამენტში არის მიწვეული გასაუბრებაზე, არის თანასწორი. მხარს რომელიმე გვარს და სახელს კი არ ვუჭერთ, არამედ გამჭვირვალე პროცესის შედეგად რომ შეირჩეს ის, ვინც დააგროვებს მეტ ხმას”,- განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები