გია ცაგარეიშვილი: ოპოზიცია და არასამთავრობოები გვთხოვდნენ, მიგვეღო დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული კანონის ანალოგი, მიხვდნენ, რომ პირველი საფრთხე კეზერაშვილს შეექმნება, ახლა პირუკუ გვამუნათებენ

ვის რა მოეწონება და ვინ როგორ აგვიქნევს ხელს, საქართველოს ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა ასე არ აპირებს თავისი საქმიანობის გაგრძელებას, განსაკუთრებით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას

“ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი წლის განმავლობაში გვამუნათებდნენ და გვეუბნებოდნენ, დაჟინებით გვთხოვდნენ, რომ მიგვეღო დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის ანალოგი. ჩვენ მათი ეს თხოვნა, თუ მოთხოვნა აღვასრულეთ და ახლა, როცა ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ პირველი, ვისაც საფრთხე შეექმნება, არის ბატონი კეზერაშვილი და შესაძლოა, კიდევ სხვა ოლიგარქები, ატყდა ალიაქოთი და ახლა პირუკუ გვამუნათებენ; გვეუბნებიან, რატომ იღებთ ამ კანონს, რატომ იღებთ დაჩქარებული წესით, გააგზავნეთ ვენეციის კომისიაში, ასევე დაელოდეთ პასუხს და იქნებ, ჩამოვიდეს, როცა იქნებაო. დამეთანხმებით, ცოტა უცნაურია. ჩვენ ახლა „ჭრელო პეპელას“ როლში გამოვდივართ და ასე ნამდვილად ვერ გაგრძელდება. ვის რა მოეწონება და ვინ როგორ აგვიქნევს ხელს, საქართველოს ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა ასე არ აპირებს თავისი საქმიანობის გაგრძელებას, განსაკუთრებით, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები