სოხუმის აეროპორტის აღდგენის ძალისხმევა – გამოცხადდა სტუდენტების მიღება რუსეთის საავიაციო სასწავლო დაწესებულებებში

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. განათლებისა და ენობრივი პოლიტიკის სამინისტრომ და ე.წ. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ, “აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროექტის განხორციელების ფარგლებში”, რუსეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების მიღება გამოაცხადა.

საუბარია 2023-2024 სასწავლო წლებზე, სტუდენტების მიღება კი სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით სასწავლო დაწესებულებებში იგეგმება.

ცნობისთვის, სოხუმის აეროპორტის აღდგენის პერსპექტივაზე საუბარისას, ოკუპირებულ აფხაზეთში ბევრ პრობლემას უსვამდნენ ხაზს, მათ შორის, შესაბამის დარგში კადრების არარსებობასაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები