მიხეილ სარჯველაძე: “დეოლიგარქიზაციის” კანონით კეზერაშვილის მოღვაწეობას რეალური პრობლემები შეიძლება, შეექმნას

დეოლიგარქიზაციის კანონით შეიძლება, რეალური პრობლემები შეექმნას კეზერაშვილის მოღვაწეობას საქართველოში, რადგან ფაქტია, თვითონ არ უარყოფს იმ საქმიანობას, რომელიც აბსოლუტურად არათავსებადია დეოლიგარქიზაციის პრინციპებთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„დეოლიგარქიზაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა შეუძლებელია, გულისხმობდეს ინდივიდუალურ სახელებს, პიროვნებებს და მათ წინააღმდეგ გალაშქრებას. ამ კანონში იგულისხმება ის, რომ კონკრეტული რეგულაციები დაწესდება, რომლის მიხედვითაც ხელი შეეშლებათ ადამიანებს, რომ გავლენა იქონიონ პოლიტიკურ პროცესებზე. რეალური პრობლემები შეიძლება შეექმნას, მათ შორის მოღვაწეობას, რომელსაც საქართველოში ბატონი კეზერაშვილი ახორციელებს. იმიტომ, რომ ფაქტია, თვითონ არ უარყოფს იმ საქმიანობას, რომელიც აბსოლუტურად არათავსებადია დეოლიგარქიზაციის პრინციპებთან. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას ნამდვილად არაფერი აქვს საქმიანობაში ისეთი, რომელიც შეიძლება ასეთი კატეგორიის შეზღუდვების ქვეშ მოექცეს, რადგან ის არც პოლიტიკაში ერევა და არ აქვს ისეთი საქმიანობა, რომელიც შეიძლება რაიმე ფორმით აკრძალვას დაექვემდებაროს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები