ირაკლი კობახიძე: ვაშაძის გასვლით არც არაფერი მიემატება პარლამენტს და არც არაფერი დააკლდება

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას პარლამენტიდან გასვლის შესახებ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მათი ეს ქმედება ევროკომისიის რეკომენდაციების პირველივე პუნქტის შესრულებისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად.

კობახიძის თქმით, “რადიკალური ოპოზიცია” აგრძელებს 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟს.

“მათ პარლამენტში ყოფნას არავითარი აზრი არ აქვს, ვაშაძის, ჯაფარიძე თუ არ ვცდები, გასულია უკვე, გასვლით არც არაფერი მიემატება პარლამენტს და არც არაფერი დააკლდება. რაც შეეხება მათ უხამს და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, აქედან ჩანს რა? – 12 პუნქტიდან პირველი არის დეპოლარიზაცია, მათი ერთ-ერთი თვითმიზანი ის არის, რომ ხელი შეუშალონ პირველივე პუნქტის შესრულებას. ისინი ასე გააგრძელებენ მოქმედებას, გააგრძელებენ 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟს, ეს არის მათი არჩევანი, საზოგადოება გამოიტანს დასკვნებს ამ ყველაფრიდან”, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები