სიტყვის ძალა: ქართულ-ოსური გამოცემების წარდგენა გაიმართება

2 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური მოზაიკა“, გაერთიანებული სამეფოსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, წარადგენს ქართულ-ოსურ გამოცემებს, რომლებიც ქართველი და ოსი მკვლევრების თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოცემათა ნაკრებში შედის:
ქართულ-ოსური პოეზიის ანთოლოგიები, რომლებშიც შესულია 380 ლექსის, ეპოსისა და ფოლკლორული ნაწარმოების თარგმანი;
ბავშვებისთვის განკუთვნილი ილუსტრირებული ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები;
მონოგრაფია კავკასიურ ფოლკლორში ქალის როლის შესახებ.
ქართველ და ოს ენათმეცნიერთა, მთარგმნელთა და ფილოლოგთა თანამშრომლობა განხორციელდა გაერთიანებული სამეფოსა და UNDP-ის ხელშეწყობით, პროგრამის COBERM (ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი) ფარგლებში, რომელიც კონფლიქტით გამიჯნული საზოგადოებების დაახლოებას ემსახურება.
ღონისძიებას დაესწრებიან:
მარკ კლეიტონი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში;
ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში;
ნაირა ბეპიევი, „კავკასიური მოზაიკა“;
ნინო პოპიაშვილი, „კავკასიური მოზაიკა“;
ლილი ხურითი, მსახიობი;
თინათინ კობალაძე, მსახიობი..

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები