აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.
ბრძანება, რომელიც ძალაში 20 თებერვალს შედის, ახანგრძლივებს აშშ-ის პრეზიდენტების მიერ 2014, 2018 და 2022 წლებში აღმასრულებელი ბრძანებულებებით დაწესებული ანტირუსული სანქციების რიგს.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ პირველი ბრძანებულება 2014 წელს გამოიცა. შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას აღმასრულებელი ბრძანებულება No13660, რომელიც 2014 წლის 6 მარტს გამოქვეყნდა, ითვალისწინებდა რიგი ფიზიკური პირების ქონების გაყინვას.
თავდაპირველად, სანქციები გამოიყენებოდა მათ მიმართ, ვინც ხელს უწყობდა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას.
სანქციების სია შემდგომში ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს რამდენჯერმე განახლდა.
ცნობისთვის, 8 იანვარს აშშ-ის სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ორპარტიულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
გარდა ამისა, მედია საშუალებები ასევე იუწყებიან, რომ აშშ-ის სენატორებმა შეიმუშავეს ახალი კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გააფართოებს შეერთებული შტატების სანქციებს რუსული ნავთობტანკერების „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ.