ელისო კილაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
ამ დროისთვის, “ქრონიკა +”-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფება კილაძის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.
როგორც გელბახიანი აცხადებს, სანამ საქმის მასალებს არ გაეცნობა, კომენტარს ვერ გააკეთებს.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ “ქოლცენტების” მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა.
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, დაკავებულია ელისო კილაძე.