შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიზანია გავასწოროთ სტრუქტურული პრობლემა

ჩვენი მიზანია გავასწოროთ სტრუქტურული პრობლემა, რაც [ფასის] მნიშვნელოვან კორექციას მოგვცემს, – ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, სუპერმარკეტების ასი ასორტიმენტიდან 20% შემოსავლების 80%-ს აგენერირებს და ეს არის მომხმარებლისთვის ყველაზე აუცილებელი [პროდუქტი].

„ჩვენი მიზანია ის 20%, რომელიც არის ყველაზე დიდი შემოსავლის მაგენერირებელი, იქ მოვახდინოთ სისტემური გარდაქმნა, რომ კორექცია მივიღოთ არა ერთ პროდუქტზე, არამედ მივიღოთ სწრაფი მოხმარების იმ პროდუქტზე, რომელიც მომხმარებლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. როცა ვახსენე, რომ ფასნამატი 86%-ია, ეს ნიშნავს, რომ არის სტრუქტურული პრობლემა. ჩვენი მიზანია გავასწოროთ სტრუქტურული პრობლემა, რაც მნიშვნელოვან კორექციას მოგვცემს. ფასის ელასტიურობა სექტორს აქვს მაღალი. თუკი ჩვენ შევძლებთ 10-15%-ით კორექციას, ეს იმას ნიშნავს, რომ რაოდენობაში უფრო მეტი გაყიდვები დაგენერირდება, ბიზნესი უფრო ეფექტური გახდება, კაპიტალიზაცია გაიზრდება, თუმცა ერთეულის ფასი შემცირდება, ეს აისახება სამომხმარებლო ფასის შემცირებაზე და დადებითად აისახება მომხმარებელზე“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები