მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ამაშუკელი დაინიშნა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 12 აგვისტოს №285 ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ამაშუკელი, ამავდროულად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილეა. 2013-2014 წლებში ის იკავებდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მანამდე კი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას. ამაშუკელი დაიბადა1982 წლის 17 ნოემბერს. 2004 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 2008-2010 წლებში სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, ლივერპულის ჯონ მურსის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნესსა და კომერციულ სამართალში. გავლილი აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები. არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი და არაერთი პროფესიული ტრენინგის მონაწილე. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები