ფოთის მერი – ირაკლი ხახუბიაზე: ის იყო საიმედო მეგობარი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა
ფოთის მერი – ბექა ვაჭარაძე საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება ფოთის მერმა მის პირად ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.
,,მიმძიმს, სიტყვებით გადმოვცე, როგორი ტკივილია ჩვენთვის ირაკლის გარდაცვალება… ის იყო საიმედო მეგობარი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა, კაცი – რომელიც ყველას გვერდში ედგა…
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ირაკლის კეთილი სული!“, – წერს ფოთის მერი.