მიხეილ სარჯველაძე – რადიკალურ ოპოზიციაზე: ცდილობენ, რაკი თვითონ არ არიან ევროინტეგრაციის მიმართულებით წარმატების შემოქმედები, ხელი შეუშალონ ამ პროცესს

ცდილობენ, რაკი თვითონ არ არიან ევროინტეგრაციის მიმართულებით წარმატების შემოქმედები, ხელი შეუშალონ [ამ პროცესს], – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უსამართლო იქნება, თუ ევროკავშირი არ ჩათვლის შესრულებულად რეკომენდაციებს, იმის გამო, რომ ოპოზიციის ნაწილი მათზე მუშაობაში მონაწილეობას არ იღებს.

„არც ერთ შემთხვევაში სამართლიანი არ იქნება, თუკი ეს არ ჩაგვეთვლება, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონოდათ ჩართულები ყოფილიყვნენ. ყველაფერი ქნეს იმ სიმულაციის შესაქმნელად, თითქოს არ მიეცათ შესაძლებლობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები