მიხეილ სარჯველაძე: სრულიად უმიზეზოდ განაცხადეს უარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მის ორბიტაზე მავალმა რამდენიმე პარტიამ სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ პროცესი არ შემდგარიყო

თავიდან გამოვიდა ირაკლი კობახიძე და მარტივად თქვა, რომ მოგვწონს თუ არა, ასე ვთქვათ, გვევალება ერთად მუშაობა და დეპოლარიზაციას გაესვა ხაზი. კონსტრუქციულად და კეთილგანწყობილი შეხვდა რეკომენდაციების ამ ნაწილს და თქვა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანიც იყო, გვეჩვენებინა ერთად მუშაობა. სრულიად უმიზეზოდ განაცხადეს უარი ამ პროცესში ჩართვაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მის ორბიტაზე მავალმა რამდენიმე პარტიამ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ევალება ითამაშონ ის როლი, რომ „ვითომ არ გვენდობიან, თორემ არ არის ასეთი მოცემულობა“.

„ჯერ მიიღეს ეს მცდარი გადაწყვეტილება, მწარე შეცდომა დაუშვეს, მერე მიხვდნენ, რადგან ცხვირში მოხვდათ ეს შეცდომა. განსხვავებით ოპოზიციის იმ ნაწილისგან, რომელმაც რეალურად იმუშავა. ნახეს, რომ პროცესი მიდის, დაიძრა რეალურად და მერე ამბობდნენ: ესენი ახლა წავლენ დასასვენებლად, ჩვენ აქ ვიმუშავებთო. კვირა არ გავიდოდა 2-3 შეხვედრა არ ყოფილიყო, აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა და რეალურად დაიდო შედეგები. მერე თქვეს, ჩვენ იმიტომ არ შევედით, რომ ცალკე დავწერთ კანონპროექტებს და თუ ხელისუფლება არ გააკეთებს, ჩვენ მივცემთ, რომ საქმე გაკეთებული იქნება, რაც 12 პუნქტის შესრულებამდე მიგვიყვანსო. დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ხალხს ამას ეუბნებოდნენ და მერე თქვეს თვითონვე, რომ ასეთი რამ არ გაუკეთებიათ. ეს ნიშნავს, რომ მათ არამც თუ თითი თითზე არ დაუდიათ, რეალურად ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ პროცესი არ შემდგარიყო. დეპოლარიზაციის მიმართულებით მათი როლია, რომ სულ ელემენტარული, სტატისტივით მოსულიყვნენ სამუშაო ჯგუფში და ეს პროცესი შემდგარიყო, ამაზეც კი უარი თქვეს. უბრალოდ მოსვლა და ამ შეხვედრაში მონაწილეობა იყო. მათ „გაპრავება“ არ უნდოდათ, მაგრამ სინამდვილეში რა იგულისხმება, მათ „გალევება“ უნდოდათ, ეს არის მთავარი ამბავი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები