„ატმის ექსპორტის მაჩვენებელმა 4 ათას ტონაზე მეტი შეადგინა“

   ატმის ექსპორტის მაჩვენებელმა 4 ათას ტონაზე მეტი შეადგინა – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მინისტრმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეს ციფრი თითქმის ორჯერ აღემატება 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მისივე თქმით, მსგავსი რაოდენობის ატმის ექსპორტი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში არ მომხდარა.
“დიდი რაოდენობის – 4 ათას ტონაზე მეტი არის ექსპორტირებული. თქვენ იცით, რომ გვქონდა “ერთი ფანჯრის” პრინციპის მიდგომა, სადაც ადამიანს შეეძლო ყველა საჭირო დოკუმენტაციის აღება ერთ კონკრეტულ წერტილში, რამაც გაამარტივა პროცესი. ასევე დაცული იყო ყველა ის სტანდარტი და ნორმა, რომელიც შეთანხმებული იყო ქართულ და რუსულ მხარეებს შორის ფიტოსანიტარიის ნაწილში. აქ საუბარია სტანდარტებზე, რომელიც მეთოდოლოგიით იყო შეთანხმებული. ამიტომ პროცესი უხარვეზოდ წარიმართა. ამ მიმართულებით კარგი შედეგები გვაქვს, თუ მომავალ წელსაც იგივე ღონისძიებებს გავატარებთ, ეს იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც მეღვინეობა”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები