“ღია პროვოკაციაა” – არძინბა აფხაზეთის დეოკუპაციისთვის პლატფორმის შექმნის, ზელენსკის ინიციატივას პასუხობს

​ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომ “ყირიმის პლატფორმის” ფორმატი აფხაზეთის დეოკუპაციის საკითხზეც შეიძლება, მოეწყოს.

„ვოლოდიმირ ზელენსკიმ ე.წ. ყირიმის პლატფორმის ფორუმის მონაწილეებთან საუბრისას, რომელიც შეიქმნა უკრაინის ხელისუფლების მიერ რუსეთის ყირიმზე პრეტენზიების ხელშეწყობისთვის, გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს ფორმატი უნდა გავრცელდეს აფხაზეთზეც. უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ავლენს ისტორიის უცოდინრობას და ღია პროვოკაციებით არის დაკავებული“, – განაცხადა არძინბამ.

ე.წ. მინისტრმა გაიხსენა, რომ “აფხაზმა ხალხმა, იარაღით ხელში, დაიცვა საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენების უფლება და ნებისმიერი ფორმატი, რომელიც აფხაზეთის სუვერენული სტატუსის შეცვლას გულისხმობს, აბსოლუტურად უპერსპექტივოა”.

„აფხაზეთის რესპუბლიკას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მიჰყვეს საკუთარი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და განვითარების გზას, გარედან ყოველგვარი პროვოკაციების მიუხედავად“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები