ზელენსკი აცხადებს, რომ აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის დეოკუპაციისთვის პლატფორმების შექმნაა საჭირო
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა ინიციატივით, რომ, “ყირიმის პლატფორმის” მსგავსად, შეიქმნას აფხაზეთის და დნესტრიპირეთის, ასევე, სხვა, ჩრდილოეთის ტერიტორიების დეოკუპაციის შესაბამისი პლატფორმები.
ამის შესახებ მან ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტზე ონლაინ ფორმატში განაცხადა, რომელიც ზაგრებში მიმდინარეობს.
მისი თქმით, ყირიმი უკვე 9 წელია, ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობას არის მოკლებული.
ზელენსკის თქმით, უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას სამი რამ სჭირდება: სამხედრო, ფინანსური მხარდაჭერა და სანქციები.
„მოგვიანებით, როდესაც მივაღწევთ ჩვენს სახელმწიფო საზღვრებს და დავიბრუნებთ, მათ შორის, ყირიმს, თქვენი გამოცდილება დაგვჭირდება – უსაფრთხო, პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური, ინფრასტრუქტურული, რომ ყირიმს ოკუპაციის შემდეგ სრულფასოვანი სიცოცხლე დავუბრუნოთ. ჩვენი თანამშრომლობა მაქსიმალური უნდა იყოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგაც“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ნახევარკუნძულის დეოკუპაცია რეალური მშვიდობის აღორძინებას ნიშნავს.
”რუსული აგრესიის პოტენციალი განადგურდება იმ დღიდან, როდესაც უკრაინის დროშა კვლავ იქნება თავის კუთვნილ ადგილზე – ყირიმის ქალაქებსა და სოფლებში. ყირიმი უნდა განთავისუფლდეს რუსეთის მიერ პლაცდარმად გამოყენებისგან. მაშინ მსოფლიო იგრძნობს, რომ დანაკარგები აღარ იქნება და ხალხი იგრძნობს, რომ სამყარო უფრო უსაფრთხო ხდება“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.