აშშ-ის საელჩო: ისტორიაში პირველად, თეთრი სახლი უმასპინძლებს MMA ბრძოლას, რომლის მთავარი შერკინებაც ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის გაიმართება
“14 ივნისს, ამერიკის 250-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით გაიმართება ღონისძიება, რომელსაც, ვიცით, რომ საქართველოშიც ისეთივე ინტერესით მიადევნებენ თვალს, როგორც – ამერიკაში”,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ისტორიაში პირველად, თეთრი სახლი უმასპინძლებს MMA ბრძოლას, რომლის მთავარი შერკინებაც ამერიკელ ჯასტინ გეიჯისა და ქართველ ილია თოფურიას შორის გაიმართება.
“UFC-ს ისტორიული Freedom 250 საბრძოლო სერია თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება. Let’s Go!”,- წერია ინფორმაციაში.