ლევან მახაშვილი – ნანუკა ჟორჟოლიანის გადასარჩენი რომ გახდა „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ამ პარტიის მდგომარეობას კარგად აჩვენებს
“ნანუკა ჟორჟოლიანის გადასარჩენი რომ გახდა „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ამ პარტიის მდგომარეობას კარგად აჩვენებს,” – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„პარტია საზოგადოებას საერთოდ მოწყვეტილია. ყველამ იცოდა, ე.წ. ოპოზიციური ალიანსი რითაც დამთავრდებოდა. ორ-სამთვიან დრამას ვუყურეთ, რომელიც ლოგიკური დასასრულით დასრულდა. სავარაუდოდ, ზაფხულს გადაატარებენ და შემდეგ, ახალ ასეთ „ალიანსს“ ვიხილავთ, ახალი ლოგოთი და ფერებით. ბევრი სხვადასხვა ტიპის, მოტივაციის დასაწყისი ვნახეთ, მაგრამ საზოგადოებამ ნახა, რომ დასასრული ერთი და იგივეა. ნანუკა ჟორჟოლიანი არასერიოზული პიროვნებაა, მის პოლიტიკურად დანაშაულებრივ წარსულზე აღარაფერს ვამბობ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.