კახა ლაბუჩიძე: დედაქალაქის მერის დადანაშაულება ამორალობაა

თბილისის საკრებულოს წევრი, კახა ლაბუჩიძე მიიჩნევს, რომ კახა კალაძის დადანაშაულება, რომელიც სადღეღამისო რიტმში ემსახურება ქალაქს და ცდილობს, თბილისი  ყველაზე ევროპული და მოდერნისტული გახადოს, ამორალობაა და სხვა არაფერი.
კახა ლაბუჩიძე აცხადებს, რომ დროა, ტრაგედიებით მანიპულირება შეწყდეს,  მიმდინარეობს გამოძიება და  ყველა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება საქმეში, აუცილებლად გასამართლებდა კანონის ფარგლებში.

„უმჯობესია ზოგჯერ დუმილი, მით უფრო, თუ შეფასების დროს არაობიექტური და მიკერძოებული ხარ. მთელი ოპოზიციური სპექტრი და ცრუ პოლიტიკოსები ცდილობენ, ბრალი დასდონ იმ ადამიანს, ვინც ყველაზე მეტად არის დაინტერესებული, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა და ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული მოზარდის, მარიტა მეფარიშვილის ოჯახს, ახლობლებსა და თანაკლასელებს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები