ნიკოლოზ სამხარაძემ „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები” კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის და „ჯეოქეისის” მიერ ორგანიზებულ ონლაინ-კონფერენციაში, სადაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს.

ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხებზე, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიასა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მის შესაძლო გავლენაზე ისაუბრა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს და ევროკავშირს შორის არსებულ წარმატებულ ურთიერთობებზე. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობას და კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და რეფორმებს.

„სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს პროგრესი სათანადოდ არ იქნა შეფასებული, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოს, როდესაც ხელისუფლება შეასრულებს ყველა რეკომენდაციას, ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციამაც იგრძნოს პასუხისმგებლობა და კონსტრუქციულად ჩაერთოს ამ პროცესში”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები