ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი, პაველ ბლაჟეკი: ქართული პენიტენციური სისტემა აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს

„დღეს ჩვენ გავაგრძელეთ მსჯელობა იმაზე, თუ როგორ აკმაყოფილებს საქართველო კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რომლის შესრულების შემდეგაც ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ყველანაირად ცდილობს, შეასრულოს ეს პირობები. შესაბამისად, მე ამ წინგადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას გადავცემ ევროკომისარს. მე, ასევე, მქონდა შესაძლებლობა, მომენახულებინა რუსთავის პენიტენციური დაწესებულება, სადაც დავრწმუნდი, რომ ქართული პენიტენციური სისტემა აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს”, – განაცხადა პაველ ბლაჟეკმა საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრის შემდეგ.

დღესვე მხარეებმა საქართველო-ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები