მაია ბითაძე: ლევან ხაბეიშვილი დღეს ისეთ ტყუილებს ამბობდა, თითქოს, ვარკეთილის მეტროს ჭერის დამპროექტებელი იყო იგივე, ვინც შადრევნის პროექტი დააპროექტა, ეს არის დიდი ტყუილი

„ლევან ხაბეიშვილი დღეს ისეთ ტყუილებს ამბობდა კომპანიებთან მიმართებით, თითქოს, ვარკეთილის მეტროს ჭერის დამპროექტებელი იყო იგივე, ვინც შადრევნის პროექტი დააპროექტა, ეს არის დიდი ტყუილი.

ხარჯთაღრიცხვა და პროექტირება გთხოვთ გაარჩიოთ. ასევე, სამარცხვინოა, როდესაც ვიღაცის მსხვერპლშეწირვას ითხოვთ და თვითონ არაფერს აკეთებთ, რომ რეგულაციები გამოსწორდეს. სწორედ კანონმდებლობის გაუმართაობა, ან ცოდნის ნაკლებობა, არის დღეს პრობლემა, რომელიც უსაფრთხოებას უკავშირდება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაანებეთ თავი ჩვენი ქვეყნის გაშავებას ქვეყნის შიგნით და გარეთ და დაუბრუნდით იმ საქმიანობას, რისთვისაც ხალხმა აგირჩია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, თვალნათლივ ჩანს, თუ რა ბინძური მეთოდების გამოყენება ხდება პოლიტიკური ქულების დასაწერად. მან ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, როდესაც ტრიბუნალზე ლაპარაკობენ, ისიც უნდა ახსენონ, რომ საქართველო იყო ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საჩივრის შეტანის თანაავტორი. ასევე იყო სხვა ასობით რეზოლუციის თანასპონსორი და თანაავტორი.

„კმარა 2008 წლის რეზოლუციის გამართლება, რომლითაც პრაქტიკულად აღიარეთ საქართველოს მარცხი. რეგულაციებზე საუბრობთ და დეპუტატები ხართ რომელთაც გარდა კანონპროექტებისა, რომელიც თქვენს პოლიტიკურ მიზნებს ეხება, არც ერთ კანონმდებლობაზე არ გიმუშავიათ, რაც დარგობრივ კანონმდებლობას ეხება. საერთოდ საქმის კურსში არ ხართ რა კანონმდებლობაა შესაცვლელი, იმისთვის რომ ტექნიკური ექსპერტიზის, ინფრასტრუქტურული პროექტების საკითხები დარეგულირდეს”, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები