ზარქუა – ოპოზიციას: კახი კალაძე იმიტომ გყავთ გაჩხერილი ყელში, რომ სხვა ლიდერებთან ერთად დაგამთავრათ პოლიტიკურად

კახი კალაძე იმიტომ გყავთ გაჩხერილი ყელში, რომ სხვა ლიდერებთან ერთად დაგამთავრათ პოლიტიკურად, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში და ამას ვერ პატიობთ, – ასე მიმართა “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის გადადგომას ითხოვს.

“კახი კალაძე იმიტომ გყავთ გაჩხერილი ყელში, რომ სხვა ლიდერებთან ერთად დაგამთავრათ პოლიტიკურად, როგორც დედაქალაქში, ასევე, მთელ საქართველოში და ამას ვერ პატიობთ და ყველანაირად გინდათ, რომ რაღაცნაირად მოახდინოთ, რომ ეს გაანეიტრალოთ. არ გამოგივათ. სწორედ ამის დემონსტრირება იყო რაც თქვენ გააკეთეთ, ამ ტრაგედიის ფონზე მერისთან რომ მიაგზავნეთ ბავშვები, 10 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეთ, ეს არის თქვენი სახე, ხალხი არ დაგიდგათ გვერდში, იმიტომ, რომ ხალხმა იცის, რომ ის რაც მოხდა არის ტრაგედია, ის რაც მოხდა ოჯახის მერე ყველაზე მეტად კახი კალაძე განიცდის და მთელი მერია, ამას გრძნობს ხალხი”, – თქვა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები