გია ვოლსკი: 55-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ბოლო წუთს დაამატეს სააკაშვილის თემა, როცა შემოგვთავაზეს პოლიტიკურ პატიმრად გვეღიარებინა, რასაკვირველია, ხელი არ მოვაწერეთ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 55-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ბოლო წუთს დაამატეს სააკაშვილის თემა. როცა შემოგვთავაზეს სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად გვეღიარებინა, რასაკვირველია, ხელი არ მოვაწერეთ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

ვოლსკის განმარტებით, საქართველო არა მხოლოდ მხარს უჭერდა რეზოლუციას, არამედ მისი თანასპონსორიც იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც მას სააკაშვილის საკითხი დაემატა, დოკუმენტს ხელს ვერ მოაწერდნენ, რადგან პროცედურა არ ითვალისწინებდა მხარდაჭერას გამონაკლისებით და დათქმებით.

“პროცედურა არ ითვალისწინებს რეზოლუციაზე კენჭისყრას გარკვეული დათქმებით, გამოკლებებით და დამატებებით. იგივე იყო 2008 წლის ომთან დაკავშირებულ რეზოლუციაზეც. შესაძლებლობა იმისა, რომ ეს რეზოლუცია ქართული დელეგაციის მონაწილეობით არ მიეღოთ და არ დაებრალებინათ საქართველოსთვის ომის დაწყება, მოითხოვდა იმას, რომ დელეგაციას ხელი არ მოეწერა ამ საკმაოდ საეჭვო რეზოლუციისთვის და დამთავრდა, აქ არ არსებობს სხვა დათქმები. პროექტის თანაავტორები ქართული დელეგაციის და უმრავლესობის წარმომადგენლებიც იყვნენ, მაგრამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 55-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ბოლო წუთს დაამატეს სააკაშვილის თემა. როცა შემოგვთავაზეს სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად გვეღიარებინა, რასაკვირველია, ხელი არ მოვაწერეთ. არ ვიცი, დეტალებს დღეს განმარტავენ, მაგრამ იყო საუბარი ყარა-მურზასთან დაკავშირებით, რომელიც დაჭერილი იყო იმის გამო, რომ პუტინს დაუპირისპირდა და ამასთან მიაბეს სააკაშვილის თემა, თითქოს მებრძოლია პუტინთან, ამის გამოა დაჭერილი და პოლიტიკური ნიშნები აქვს მის გასამართლებას. ამაზე ხელის მოწერა, ამ რეზოლუციის მხარდაჭერა არ შეიძლებოდა, მაგრამ ამის გარეშე, ყველამ იცის, რომ საქართველო რეზოლუციას არათუ მხარს უჭერს, თანასპონსორიც იყო მისი,”- განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები