გრიგოლ ვაშაძე: “ნაცმოძრაობაში” არასოდეს, არაფრის გულისთვის, არავითარ შემთხვევაში არ დავბრუნდები – არ მიდიან იმისთვის, რომ მერე უკან დაბრუნდნენ

“არასოდეს, არაფრის გულისთვის, არავითარ შემთხვევაში…”, – ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტის კითხვას – უშვებს თუ არა იმის შესაძლებლობას, რომ ის ისევ დაბრუნდეს პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე.

ვაშაძის თქმით, არ მიდიან იმისთვის, რომ მერე უკან დაბრუნდნენ.

“ვინც გინდა წავიდეს, ან მოვიდეს… არ მიდიან იმისთვის, რომ მერე უკან დაბრუნდნენ. თქვენს თვალში ისეთი რეპუტაცია მაქვს, რომ რაღაც მოუფიქრებლად გავაკეთე? უკან დაბრუნება იდიოტიზმია”, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები