ახალქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა 

ახალქალაქში, გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, 22 წლის მამაკაცს, რომელიც ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა მანქანა დაეჯახა. ახალგაზრდა ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 პუნქტით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები