ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილი დაკრძალეს
ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაკრძალეს.
მოზარდი უკანასკნელ გზაზე ვაკის სამების ეკლესიიდან გააცილეს.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.