კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ180-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე გაძლიერებული ქვისცვენის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.