კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული მოზარდის პანაშვიდზე იმყოფებოდა

თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული მოზარდის, მარიტა მეფარიშვილის პანაშვიდზე იმყოფებოდა.

თბილისის მერმა მომხდარი ტრაგედიის გამო მარიტა მეფარიშვილის მშობლებს პირადად მიუსამძიმრა.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები