გიორგი ტყემალაძე – ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე: საკრებულოში ვიმსჯელებთ, თუ რაიმე კანონმდებლობის ან რეგულაციების გამკაცრებაა საჭირო
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში იმსჯელებენ, თუ რა რეგულაციების გამკაცრებაა საჭირო, რათა გუშინ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია აღარ განმეორდეს.
„ვიმსჯელებთ, თუ რაიმე კანონმდებლობის ან რეგულაციების გამკაცრებაა საჭირო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება დასკვნა, თუ რამ გამოიწვია თითოეული ჩვენგანისთვის ეს დიდი ტრაგედია. აღნიშნულის შემდეგ ჩვენ შესაძლებელია, ნებისმიერი მიმართულებით მოგვიწიოს გადაწყვეტილების მიღება – როგორც რეგულაციების, ასევე, ადმინისტრირების კუთხით გამკაცრება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამაზე კიდევ ერთხელ გვექნება მსჯელობა“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.