მიხეილ სარჯველაძე: არ შეიძლება, პუტინთან ანტაგონიზმი ქმნიდეს ავტომატურად ჯავშანს ყოველგვარი პატიმრობისგან

არ შეიძლება, პუტინთან ანტაგონიზმი ქმნიდეს ავტომატურად აბსოლუტურ ჯავშანს ყოველგვარი პატიმრობისგან. არ მგონია, გირგვლიანის თემასთან და ვალერი გელაშვილის თემასთან დაკავშირებული დანაშაული არ იმსახურებდეს ციხეში ჯდომას, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების გადახედვასა და მის გათავისუფლებას ითხოვს.

“სამწუხაროდ, როცა პოლიტიკურად მიკერძოებულია მაგალითად EPP- ის რომელიმე წევრი, იქ რომ მიდის ინფორმაცია, მოდის ინფორმაცია, ვიღაცას ნაკლები სენსიტიურობა აქვს და ნაკლებად აქვს გამახვილებული ამასთან დაკავშირებით ყურადღება, მაგრამ საბედნიეროდ, ეს არ არის ის შემთხვევა, როცა დაუსრულებლად კამათს შეიძლება – აზრი ჰქონდეს, შეიძლება – საღად მოაზროვნე ადამიანები დავსხდეთ, გავარჩიოთ და ვთქვათ, რაღაც დარღვევაა თუ შეთითხნილია. პოლიტიკური პატიმრობა თვითონ ევროპის საბჭოს აქვს განმარტებული და მას ორი მთავარი მახასიათებელი უნდა ჰქონდეს, როცა შეთითხნილია ბრალდება ან ისეთი სასჯელია ბრალდებულის მიმართ, რომელიც გამორიცხულია პოლიტიკური ფაქტორის გარეშე მიეღო. ახლა არ მგონია გირგვლიანის ან თუნდაც ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით არ იმსახურებს დანაშაული ციხეში ჯდომას,”- განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება ქართული მართლმსაჯულების სისტემის ირგვლივ საერთაშორისო პარტნიორების კითხვებს, დეპუტატი აცხადებს, რომ ამაზე საუბარი არა აღქმების, არამედ ფაქტების დონეზეა საჭირო.

“ნდობა აქვთ თუ არ აქვთ ქართული სასამართლოს მიმართ, ეს ინდივიდუალურად არავის შეუფასებია. თუკი ევროპული სტრუქტურებს კითხვები აქვთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი საერთოდ ქართულ მართლმსაჯულებას არ ცნობენ, რადგან ბევრი საჩივარი მიდის სტრასბურგში, მათ შორის არის სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით და ეუბნებიან, რომ იქ ყველაფერი “აკურატულად” არის, და ამ სასამართლომ, რომლის მიმართ ვიღაცას “კითხვის ნიშნები” აქვს, ზედმიწევნით სწორად, სრულფასოვნად შეასრულა თავის ფუნქცია, ამას ამბობენ და რატომ ამბობენ მაშინ? ნებისმიერ საკითხზე შეგვიძლია აღქმებზე გვქონდეს საუბარი, მაგრამ რა წამს ერთი მოკამათე მხარე ითხოვს ფაქტებზე საუბარს, უნდა ვისაუბროთ ფაქტებზე და არ შეიძლება  ყველა დავრჩეთ მხოლოდ აღქმების და სუბიექტური შეფასებების დონეზე,” – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები