მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა კარგად იცოდნენ – თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ შევასრულოთ ევროკომისიის რეკომენდაციები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა კარგად იცოდნენ – თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ შევასრულოთ ევროკომისიის რეკომენდაციები და რას მოველით ევროპული მხრიდან ამ პროცესში, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველომაც აჩვენოს პროგრესი.
„რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის მხრიდან უნდა გაკეთდეს, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ევროკავშირის წევრი ქვეყნები იმსჯელებენ მასზე შეფასებებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მხრიდან რომ ვაჩვენოთ პროგრესი, მაგრამ, აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილება უნდა იყოს პოლიტიკური მოტივებით მიღებული“, – აცხადებს ბოჭორიშვილი.